წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი 2-8 მაისი

სწჯს-ის მოხალისის ფოტო ნამუშევრების პერსონალური გამოფენა სწჯს-ის სათაო ოფისში
8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ საზოგადოებას წითელი ჯვრის ისტორიას, როლს, მნიშვნელობას და ფუძემდებლურ პრინციპებს.
სწჯ-ის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები 8 მაისისადმი მიძღვნილი კვირეულის (3-8 მაისი) განმავლობაში განხორციელდება.
8 მაისისადმი მიძღვნილი "წითელი ჯვრის კვირეული" გაიხსა 2010 წლის 3 მაისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სათაო ოფისში, სადაც გაიხსნა სწჯს-ის მოხალისის მარიამ ხიჯაკაძის ფოტო ნამუშევრების გამოფენა.
Gგამოფენაზე წარმოდგენილია ახალგაზრდა მოყვარული ფოტოგრაფის 67 ნამუშევარი, მათ შორის წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ განხორციელებული საქველმოქმედო აქციების ამსახველი ფოტოები. უნდა აღინიშნოს, რომ გამოფენა წითელი ჯვრის ოფისში "წითელი ჯვრის კვირეულის" მანძილზე გაგრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია სათაო ოფისს ესტუმროს და შეაფასოს სწჯს-ის მოხალისის ფოტოები.
Gგამოფენა საზეიმოდ გახსნა სწჯს-ის პრეზიდნტმა, რომელმაც კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის მოხალისეებს იმ წვლილისათვის, რომელიც მათ შეაქვთ ეროვნული საზოგადოების განვითარებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ მთელი დღის განმავლობაში სწჯს-ის უამრავი მოხალისე თუ რიგითი მოქალაქე ეწვია მარიამის გამოფენას. მათ დადებითად შეაფასეს გამოფენილი ნამუშევრები.
ის ფაქტი, რომ სწჯს-მ "წითელი ჯვრის კვირეული" წითელი ჯვრის მოხალისის მარიამ ხიჯაკაძის პერსონალური გამოფენით გაიხსნა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული საზოგადოება მოხალისეების საქმიანობას და როლს.
|