:: English ::


სწჯს-ს წევრების მოზიდვა და ადგილობრივი რესურსების მობილიზება თელავსა და ახმეტაში

2010 წლის 26 და 27 აპრილს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტმა რესურსების მობილიზების სამსახურთან ერთად თელავის და ახმეტის ფილიალების მოხალისეთათვის ტრენინგი ჩაატარა.


სემინარი მიზნად სწჯს-ის მოხალისეებისთვის წევრების მოზიდვისა და ადგილობრივი რესურსების, მათ შორის ფონდების მოძიების სამოქმედო გეგმის შემუშავების სწავლებას.


26 აპრილს, ტრენინგის პირველი ნაწილი წ/ჯ და წ/ნ საერთაშორისო მოძრაობის, სწჯს-ის საქმიანობებისა და კომუნიკაციის სტრატეგიის შესწავლას დაეთმო, რომელიც სწჯს-ის ახალგაზრდული სამსახურის ოფიცერმა წარმოადგინა. მეორე ნაწილი რესურსების მობილიზების ოფიცერმა წარმოადგინა, და ფონდების მოძიებისა და წევრების მოზიდვის მეთოდების შესახებ ისაუბრა.


ტრეინინგის მეორე დღე პრაქტიკულ მეცადინეობებს დაეთმო. ორგანიზაციული განვითარების კოორდინატორმა მოხალისეებს მოხალისეობაზე დაფუძნებული ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება შეასწავლა.
ტრეინინგს თელავისა და ახმეტის ფილიალების თავმჯდომარეები და 10 მოხალისე ესწრებოდა.