სწჯს-ის წევრების მოზიდვა და ადგილობრივი რესურსების მობილიზება სამეგრელოს რეგიონში

2010 წლის 11-12 მარტს, ორგანიზაციული განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზაციული განვითარების კოორდინატორი, რესურსების მობილიზების ოფიცერი და პირველი დახმარების პროექტის ოფიცერი შეხვდნენ სამეგრელოს რეგიონის, ზუგდიდისა და სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაციის გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. ასევე ჩატარდა სემინარი ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელობასა და მოხალისეებს შორის.
სემინარის 25 მონაწილემ ცოდნა აიმაღლა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის და სწჯს-ის შესახებ, ასევე ეროვნულ საზოგადოებაში გაწევრიანების, რესურსების მობილიზების, ფონდების მოძიების და კორპორაციული თანამშრომლობის პროგრამის შესახებ. სწჯს-ის სათაო ოფისის თანამშრომლები ზუგდიდის ფილიალის თავმჯდომარესთან ერთად შეხვდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელს და ინფორმაცია მიაწოდეს სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზაციული განვითარების დელეგატი დაესწრო შეხვედრებს სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სწჯს-ის სენაკის ფილიალის ხელმძღვანელობასა და პირველი დახმარების მოხალისეებთან. Uუნდა აღინიშნოს, რომ პირველი დახმარების მოხალისეთა გუნდმა წარმოაჩინა პირველ დახმარებაში მიღებული ცოდნის მაღალი დონე. პროექტი მიმდინარეობდა ისრაელის დავითის წითელი ვარსკვლავის საზოგადოების მხარდაჭერით.
|