კატასტროფების მართვის ტრენინგი

2010 წლის 21 აპრილს სწჯს-ის ცენტრალური ოფისში ჩატარდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც კატასტროფების მართვის ლიდერმა მოხალისეებმა დაინტერესებულ მოხალისეებს გააცნეს კატასტროფების მართვის საფუძვლები.
სემინარში წითელი ჯვრის 12 მოხალისე მონაწილეობდა და ძირითადი მიზანი იყოა მოხალისეთა ცოდნის ამაღლება კატასტროფების მართვის სფეროში. ტრენინგის ფარგლებში მოხალისეებმა საჭიროებათა სწრაფი შეფასების შესახებ გააკეთეს პრეზენტაცია, ხოლო ადგილზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა შეავსეს ტრენინგის განმავლობაში დარიგებული საჭიროებათა სწრაფი შეფასების ფორმები.
აღნიშნული ტრენინგი რეგულარულად ტარდება, რაც ხელს უწყობს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ჩამოყალიბებული კატასტროფებზე რეაგირების გუნდების უნარების გაუმჯობესებას და მათ გაძლიერებას.
|