სწჯს-ს შეხვედრა საგარეჯოში მცხოვრებ უმწეო ხანდაზმულებთან

2010 წლის 30 მარტს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში -,,ფილიალების განვითარება ეფექტური მომსახურების გაწევით" ქ. საგარეჯოში გაიმართა სწჯს საგარეჯოს ფილიალის, უმწეო ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელებისა და წჯსკ-ის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა ქ. საგარეჯოში მცხოვრებ უმწეო ხანდაზმულებთან. ზემოაღნიშნული ხანდაზმულები წარმოადგენენ საგარეჯოში სწჯს-სა და ადგილობრივი თვითმართველობის ერთობლივი მინი პროექტის-"ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი" ბენეფიციარებს.
შეხვედრაზე დასახელდნენ უმწეო ხანდაზმულთა სოციალური იზოლაციის რღვევისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის გასაძლიერებლად შექმნილი ჯგუფების ლიდერები, რომლებიც ხანდაზმულთა მიერ არჩეული მიმართულებების შესაბამისად შეიქმნა და უზრუნველყოფს ცენტრის სრულყოფილ ფუნქციონირებას.
ზემოაღნიშნული ლიდერები კოორდინაციას გაუწევენ ჯგუფების მობილიზებას, ღონისძიებათა დაგეგმვასა და მათ წარმატებულ განხორციელებას.
ამავე დღეს შეხვედრა გაიმართა სწჯს-ის საგარეჯოს ფილიალის მოხალისეებთან, რომლებიც მონაწილეობენ ახალგაზრდულ ინიციატივათა განხორციელებაში.
|