:: English ::


მოხუცებულთა ნამუშევრების გამოფენა საგარეჯოში

2010 წლის 30 მარტს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში -,,ფილიალების განვითარება ეფექტური მომსახურების გაწევით" მოხალისეთა ჯგუფმა ,,ჰარმონია" საგარეჯოს #2 საჯარო სკოლაში მოაწყო ხანდაზმულთა საქმიანობათა ჯგუფების მიერ დამზადებული ხელით ნაკეთი ნივთების გამოფენა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხანდაზმულები აქტიურად არიან ჩართულნი პროექტის განხორციელებაში და მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, რაც ზამთრის პერიოდს უკავშირდებოდა ბევრი მათგანი სახლში აგრძელებდა მუშაობას, რადგან რეგულარულად ვერ სტუმრობდნენ სკოლის შენობაში განთავსებულ ხანდაზმულთა სოციალურ ოთახს.

სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების მიერ წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მიმდინარე წლის 22 აპრილს "საგარეჯოს ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის" პრეზენტაციაზე მოეწყობაGგამოფენა-გაყიდვაც. ჯგუფის წევრები გეგმავენ ხანდაზმულთა საქმიანობების შესახებ ფილმის შექმნას, რისთვისაც საჭირო რესურსების მოძიება უკვე მიმდინარეობს.