:: English ::


სამუშაო შეხვედრა საგარეჯოში მცხოვრებ უმწეო ხანდაზმულთა ჯგუფებთან

2010 წლის 24 მარტს სწჯს-ის პროექტის ფარგლებში "ფილიალების განვითარება ეფექტური მომსახურების გაწევით" სწჯს საგარეჯოს ადგილობრივ ორგანიზაციაში შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს "უმწეო ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის პროექტის" ხელმძღვანელებმა, საგარეჯოს ადგილობრივი თვითმართველობის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა და საგარეჯოში მცხოვრებ უმწეო ხანდაზმულთა ჯგუფებმა. ზემოაღნიშნული ხანდაზმულები წარმოადგენენ საგარეჯოში სწჯს-სა და ადგილობრივი თვითმართველობის ერთობლივი მინი პროექტის-"ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი" ბენეფიციარებს.


მინი პროექტის ფარგლებში უმწეო ხანდაზმულთა იზოლაციის შემცირებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით საგარეჯოში მიმდინარეობს "ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის" დაარსება და მისი აღჭურვა.
სოციალური ცენტრის ბაზაზე ყალიბდება ხანდაზმულთა და წითელი ჯვრის მოხალისეთა ერთობლივი საქმიანობათა ჯგუფები, რომლებიც განახორციელებენ:


• საგარეჯოში მცხოვრებ ლოგინად ჩავარდნილი უმწეო ხანდაზმულების ბინაზე მოვლას და რეგულარულად განახლებული ინფორმაციის მიწოდებას მათთვის საჭირო საკითხებზე (ჯანდაცვასა და მათთვის გამოყოფილი შეღავათებისა და დახმარებების შესახებ);
• იურიდიული მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას საკუთარი უფლებების გამოყენების შესახებ;
• შეხვედრების მოწყობას ხანდაზმულთა პრობლემებისა და ამ პრობლემების მთავრობისათვის წარდგენის საშუალებების განხილვის მიზნით;
• ხანდაზმულთა და მათ მიერ არჩეულ მრჩეველთა კომიტეტების შეხვედრების მოწყობას ადგილობრივი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით;
• რჩევების მიცემას სამედიცინო მიმართვების შესახებ; ბაზისური სამედიცინო დახმარების გაწევას.
შეხვედრები მიმდინარეობდა ხანდაზმულთა აქტიური მონაწილეობით, ისინი გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს, ასევე გაიმართა დისკუსია სოციალური ცენტრის აღჭურვის და იქ მიმდინარე მათთვის საინტერესო საქმიანობების შესახებ.