:: English ::


სემინარი სწჯს-ის გარდაბნის ფილიალში

2010 წლის 19 მარტს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ გარდაბნის ფილიალში ჩაატარა სემინარი, რომელიც მოიცავდა შემდეგ ძირითად საკითხებს: წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა, მისი ფუძემდებლური პრინციპები და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფონდების მოძიების მეთოდები. სემინარში სწჯს-ის გარდაბნის ფილიალის თხუთმეტმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა.


სემინარის პირველი ნაწილი დაეთმო სწჯს-ის ახალგაზრდული სამსახურის პრეზენტაციას, რომლის მიზანი იყო ცოდნის გავრცელება წ/ჯ და წ/ნ საერთაშორისო მოძრაობისა და მისი ფუძემდებლური პრინციპების შესახებ.
სწჯს-ის ფონდების მოძიების ოფიცერმა დეტალურად ისაუბრა ფონდების მოძიების გზებსა და მათ თავისებურებებზე, ასევე დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ფონდების მოძიების წარმატებულ აქციებთან დაკავშირებით.
სემინარი საათნახევარს გაგრძელდა და მოხალისეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. იყო ბევრი საქმიანი შეკითხვა, რასაც თან ახლდა საინტერესო დისკუსია.