სწჯს-ის გარდაბნის ოფისის საქველმოქმედო ღონისძიება

2010 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ორგანიზაციული განვითარების პროექტის ფარგლებში სწჯს-ის გარდაბნის ფილიალმა მოაწყო საქველმოქმედო აქცია სოფელ სართიჭალაში.
ღონისძიების ფარგლებში სწჯს-ის გარდაბნის მოხალისეებმა შეაგროვეს ტკბილეული და პროდუქტის ნაირსახეობა, რომელიც 8 მარტის აღსანიშნავად გადაეცა უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს. ზემოაღნიშნულის გარდა ახალგაზრდებმა უმწეო მოხუცებულებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყეს. მოხალისეებმა შეასრულეს სიმღერები და იცეკვეს ბენეფიციარებთან ერთად, რამაც დაუვიწყარი გახადა სწჯს-ის საქველმოქმედო ღონისძიება.
უნდა აღინიშნოს, რომ სწჯს-ის გარდაბნის ფილიალი რეგულარულად აწყობს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს და თავისი წვლილი შეაქვს უმწეო ადამიანთა დასახმარებლად როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ დონეზე.
|