:: English ::


სოციალური მხარდაჭერის სემინარი ადვოკატირების თემაზე

2010 წლის 13-14 მარტს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროექტის "უმწეო ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერა" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: ადვოკატირების საკითხების იდენტიფიკაციისა და დახარისხების სისტემის დანერგვა და სისრულეში მოყვანა ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე; ადვოკატირების პროცესის მზარდი ეტაპები; ცოდნის ამაღლება ადვოკატირების პრინციპებსა და პრაქტიკაში;


ტრენინგს ესწრებოდნენ სწჯს პროექტების ("პირველი დახმარება, ზიანის შემცირება ინტრავენურ ნარკომანებში, ფილიალების განვითარება, რეზისტენტული ტუბერკულოზის კონტროლი, უმწეო ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერა საგარეჯოში") ოფიცრები, სოციალური მუშაკები და წითელი ჯვრის ახმეტის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე. ტრენინგზე წამოდგენილი იქნა სწჯს-ს მიერ შემუშავებული სოციალური უზრუნველყოფის მოდელი, განხილული იქნა ადვოკატირების წარმატებული მაგალითები ადგილობრივ დონეზე და მისი წარმატების ინდიკატორები.


ტრენინგის შემდეგ დაიგეგმა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში უმწეოთა უფლებებისა დაცვაზე მომუშავე ჯგუფების (ადვოკატირების ჯგუფი) ჩამოყალიბება და მათი ეტაპობრივი დატრენინგება და კვალიფიკაციის ამაღლება ადვოკატირების კამპანიის განსახორციელებლად.