წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სემინარი ომის ფეთქებად ნარჩენების თემაზე

2010 წლის 24-26 თებერვალს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) მიერ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალების 18 მოხალისეს, ორგანიზაციული განვითარების კოორდინატორს და წჯსკ-ს ორ თანამშრომელს ჩაუტარდათ ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ნაღმით და ომის ფეთქებადი ნარჩენებით დაზარალებული ადამიანების შესახებ მონაცემების შეგროვებასა და მათი საჭიროებების შეფასებას.
ზემოაღნიშნული საქმიანობა ჩატარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიქმნება მონაცემთა ბაზა, რათა ნაღმით და ომის ფეთქებადი ნარჩენებით დაზარალებულ ადამიანებს, მათი საჭიროებების გათვალისწინებით, შემდგომში დახმარება გაეწიოთ საქართველოში მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
ამ მიმართულებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და ომის ფეთქებადი ნარჩენების საკოორდინაციო ცენტრთან.
უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული საზოგადოების მოხალისეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ სემინარში, რომელიც თავისთავად იყო მეტად ინტერაქტიული ხასიათის და დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა საჭირო ინფორმაცია მომავალში განსახორციელებელ საქმიანობებთან დაკავშირებით.
|