სწჯს-ს საქველმოქმედო აქცია ხანდაზმულთა პანსიონატში

2009 წლის 4 მარტს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საქველმოქმედო აქცია განახორციელა თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში, სადაც ამჟამად 77 მოხუცებული ცხოვრობს.
Aაქციის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სათაო ოფისისა და გარდაბნის ფილიალის ჯანდაცვის კაბინეტის ექიმ-მოხალისეებმა ხანდაზმულებს უფასო ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური და კარდიოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარეს. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულ საზოგადოებას ზემოხსენებული აქციის განხორციელებაში დაეხმარა სამედიცინო ფირმა "ექსპრესს დიაგნოსტიკა", რომელმაც უზრუნველყო რენტგენოლოგიური გამოკვლევა. თითოეულ მოხუცებულს საშუალება მიეცა გამოეკვლია ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამასთანავე მიეღო უფასო კონსულტაცია კვალიფიციური მედპერსონალისგან.
აქციაში მონაწილეობას სწჯს-ის თბილისის საჯარო სკოლებთან არსებული "ხუთთა კომიტეტის" წევრებიც იღებდნენ, რომლებიც მოხუცებს გადაადგილებაში, ხოლო ექიმებს პაციენტთა აღრიცხვაში ეხმარებოდნენ.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ასეთი სახის აქციებს წარმატებით ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ხანდაზმულებს სრულიად უსასყიდლოდ უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკით უზრუნველყოფს.
|