საქართველოს წითელ ჯვარსა და სასტუმრო რედისონს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2010 წლის 25 თებერვალს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) პრეზიდენტმა ქ-ნ ნანა ყეინიშვილმა და სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიას გენერალურმა დირექტორმა ბ-ნ ატაკან თურჰანმა საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც სასტუმროში განთავსდა სწჯს-ის სამი შემოწირულობის ყუთი. აღნიშნული თანამშრომლობით სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია თავის წვლილს შეიტანს ეროვნული საზოგადოების მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო აქციებში, რომელიც ითვალისწინებს გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარებას.
თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელის მოწერისა და ყუთების საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრნენ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის პარტნიორები, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს დელეგაციის უფროსი ქ-ნ არიანე ტომბე და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ბ-ნ ელხან რაჰიმოვი.
შემოწირულობის ყუთების გახსნის ცერემონია მეტად ორიგინალურად განახორციელეს წითელი ჯვრის მოხალისეებმა, რომლებიც რეგულარულად მონაწილეობენ წითელი ჯვრის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო აქციებში და ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ეროვნული საზოგადოების საქველმოქმედო საქმეში.
|