:: English ::


კატასტროფების მართვის ტრენინგი

2010 წლის 5 თებერვალს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) ცენტრალურ ოფისში ჩატარდა კატასტროფების მართვის ტრენინგი. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საბაზისო ცოდნის გავრცელება კატასტროფების მართვის შესახებ. ტრეინინგის ფარგლებში წითელი ჯვრის ლიდერმა მოხალისეებმა სწჯს-ის 10 მოხალისეს გააცნეს კატასტროფების მართვის საფუძვლები, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და მიაწოდეს საჭირო ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში სწჯს-ის საქმიანობებთან დაკავშირებით.


ზემოაღნიშნული ტრეინინგი რეგულარულად ტარდება და 2010 წელს უკვე მეორეჯერ განხორციელდა. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური ტრენინგების ჩატარება იგეგმება ფილიალებში, რაც ხელს შეუწყობს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ჩამოყალიბებული კატასტროფებზე რეაგირების გუნდების გაწვრთნასა და მათ გაძლიერებას.