ფონდების მოძიების აქცია ჰაიტის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის

2010 წლის 21 იანვარს საქართველოს წითელის ჯვრის საზოგადოებამ, მოხალისეთა ინიციატივით ფონდების მოძიების აქცია განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავდა ჰაიტის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის თანხის შეგროვებასა და მათ დახმარებას.
სწჯს-ის მოხალისეებმა ფონდების მოძიება თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიდან დაიწყეს, ფეხით გაიარეს მანძილი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე სადაც აქცია უნივერსიტეტის შენობაშიც გაგრძელდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ნებართვითა და დახმარებით სწჯს-ის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ შესულიყვნენ ბიბლიოთეკებში, სადაც სტუდენტები მეცადინეობენ და გაეკეთებინათ განცხადება ფონდების მოძიების აქციის შესახებ.
სწჯს-ის გამოყენებულ იქნა ბანერები, რომლებიც მოუწოდებდა მოსახლეობას დახმარებოდნენ ჰაიტის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას. ბანერზე ილუსტრირებული იყო მიწისძვრის შემდგომი ჰაიტის დღევანდელი მდგომარეობა და სწჯს-ის ნომერი - 8064 რომელზე დარეკვის შედეგადაც შესაძლებელია ფულის ჩარიცხვა მიწისძვით დაზარალებულთა ფონდში.
უნდა აღინისნოს, რომ დილით დაწყებული ფონდების მოძიების აქცია საღამოს 6 საათზე დასრულდა და სწჯს-ის მოხალისეების ენთუზიაზმისა და აკტიურობის ხარჯზე მოხერხდა გარკვეული თანხის შეგროვება.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მოხალისეების დახმარებით შემდგომშიც გეგმავს ანალოგიური აქციების ჩატარებას ჰაიტიში მიწისძვრის შედეგად დაზარელებული მოსახლეობის დასახმარებლად.
|