:: English ::

შეხვედრა შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან

2009 წლის 15-16 დეკემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოაწყო სამუშაო შეხვედრა სასტუმრო "რადისონში" ეროვნული საზოგადოების მთავარ შიდა და გარე დაინტერესებულ მხრეებთან.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ეროვნული საზოგადოების მიერ შემუშავებული კატასტროფების მართვის, ფსიქოსოციალური მხრადაჭერისა და უმწეო ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის სტრატეგიების განხილვა მთავარ დაინეტრესებულ მხარეებთან ერთად.


15 დეკემბერს შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის, თბილისის მერიის სოციალური სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამმართველოს, ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, იმერეთის გუბერნიის, ქუთაისის და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობის პარტნიორები (წ/ჯ და წ/ნ საერთაშორისო ფედერაცია და წ/ჯ საერთაშორისო კომიტეტი), ქუთაისში მიმდინარე სოციალური მხარდაჭერის პროექტის გუნდი (თანამშრომლები და მოხალისეები), ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტი და გენერალური მდივანი.


16 დეკემბერს შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და საელჩოების (Global Initiative on Psychiatry, Georgian Mental Health Coalition, Norwegian Refugee Council, World Health Organization, UN Development Programme, United States Agency for International Development, ECHO, IFRC, ICRC, Word vision Iran Embassy ) ხელმძღვანელი პირები, ასევე ეროვნული საზოგადოების ხელმძღვანელობისა და მენეჯმენტის გუნდი.


შეხვედრები ინტერაქტიული ფორმატით წაიმართა, სადაც ზ/აღნიშნული სტრატეგიების განხილვის შემდეგ გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებებები მათი დახვეწის მიზნით, ასევე მონაწილეთაგან აშკარად გამოიკევთა დიდი ინტერესი მსგავსი ტიპის შეხვედრების აუცილებლობისა და ეროვნული საზოგადოების ლიდერის როლის გამოკვეთასთან დაკავშირებით, რაც ეროვნული საზოგადისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.


უნდა აღინიშნოს, რომ სამთავრობო დონის შეხვერებისას აშკარად გამოიკვეთა დიდი დაინტერესება და მზადყოფნა სოციალური მხარდაჭერის პროექტების განხორციელებისათვის თბილისსა და რეგიონებში.