საქართველოს წითელი ჯვარი მონაწილეობს გამოფენა-გაყიდვაში

2009 წლის 5 დეკემბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასმა" უმასპინძლა გამოფენა-გაყიდვას, რომლის ორგანიზატორიც იყო "ქალთა საერთაშორისო ასოციაცია". ღონისძიება დილის 10 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაციებს თუ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ და გაეყიდათ საკუთარი ნამუშევრები.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მონაწილეობა მიიღო გამოფენა-გაყიდვაში. წითელი ჯვრისთვის გამოყოფილ კუთხეში წარმოდგენილი იყო თბილისისა და ქუთაისის სოციალური პროექტების ბენეფიციარი მარტოხელა ხანდაზმულების ნამუშევრები. ხანდაზმულების მიერ გასაყიდად გამოტანილი იყო ხელით ნაქსოვი ნივთები, თეთრეული, ბიჟუტერია და სხვ. სწორედ ასეთი ღონისძიებების მეშვეობით სწჯს ხელს უწყობს ხანდაზმულთა თვითშეფასების ამაღლებას და ამცირებს მათ იზოლაციას საზოგადოებისაგან.
უნდა აღინიშნოს რომ, წითელი ჯვრის მოხალისეებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამ ღონისძიებაში. ისინი გამოფენა-გაყიდვაზე მისულ სტუმრებს შორის ავრცელებდნენ საინფორმაციო მასალებს, ხოლო პატარებს ურიგებდნენ ბუშტებს წითელი ჯვრის ემბლემით.
|