ბიბლიოთეკა წეროვანის საჯარო სკოლისათვის

წეროვანის სკოლაში იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის 1000 ბავშვი სწავლობს. საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციას თხოვნით მომართა წეროვანის სკოლის დირექტორმა ბიბლიოთეკის შექმნასთან დაკავშირებით. სწჯს ორგანიზაციის ,,ხუთთა კომიტეტებმა,, იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება დახმარებასთან დაკავშირებით.
5 დეკემბერს მოხალისეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის 9 საჯარო სკოლაში 3-4 დეკემბერს მოხდა მხატვრული ლიტერატურის შეგროვება .საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციამ თხოვნით მიმართა საქართველოს განათლების სამინისტროს ტრანსპორტით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
5 დეკემბერს დილით 2 ავტობუსი დაიძრა სწჯს ოფისიდან ,მათ სათითაოდ მოიარეს თბილისის საჯარო სკოლები, სადაც ხუთთა კომიტეტის ბავშვებმა ჩაალაგეს წიგნები და წეროვანის საჯარო სკოლაში წაიღეს. (1500ც )
აქციას თბილისიდან საქართველოს წითელი ჯვრის ფონდების მოძიების ოფიცერი, 25 მოსწავლე და ორი მასწავლებელი ესწრებოდა. მოხალისეებმა წიგნები წეროვანის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში განათავსეს და შეთანხმდნენ შემდგომ შეხვედრაზე, რათა წეროვანშიც ჩამოყალიბდეს "ხუთთა კომიტეტი."
|