:: English ::

წითელი ჯვრის მოხალისეები კინოთეატრ "რუსთაველში"

2009 წლის 29 ოქტომბერს კინოთეატრმა "რუსთაველმა" უმასპინძლა საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეებს, რომლებმაც ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში ("ხუთი კარტოფილის" აქცია) მიიღეს მონაწილეობა და დაეხმარნენ თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოხუცებს.


საქართვეოს წითელი ჯვრის საზოგადოების და კინოთეატრ "რუსთაველის" შეთანხმების საფუძველზე, კინო ჩვენებას 50 ბავშვი დაესწრო (თბილისის რვა საჯარო სკოლის "ხუთთა კომიტეტის" წევრები და წითელი ჯვრის სხვა მოხალისეები). მოხალისეებს საშუალება ჰქონდათ უსასყიდლოდ ენახათ მხატვრული ფილმი "ყველაფერი კარგად იქნება". მოზარდებმა მადლიერება გამოთქვეს კინოთატრ "რუსთაველისა" და სწჯს-ის მიმართ ასეთი სასიამოვნო საჩუქრისათვის.


უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს ღონისძიებებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ხშირად ატარებს წითელი ჯვრის მოხალისეებისთვის, რაც მათ წახალისებას და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.