"ხუთთა კომიტეტი" კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე საჯარო სკოლაში

2009 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ახალგაზრდულმა სამსახურმა კომაროვის სახელობის 199-ე თბილისის საჯარო სკოლაში ახალი "ხუთთა კომიტეტი" ჩამოაყალიბა და ჩაატარა სემინარი წითელი ჯვრის შესახებ. სემინარს ორმოცამდე მოსწავლე და მასწავლებელი დაესწრო.
სწჯს_ის წარმომადგენლებმა მოზარდებს თავდაპირველად წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის კომპონენტები გააცნეს და განუმარტეს მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპები. პრინციპების უკეთ აღქმის მიზნით, ბავშვებმა ანიმაციური ვიდეო იხილეს. სწჯს-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის, მათ შორის ახალგაზრდული წითელი ჯვრის საქმიანობების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სწჯს-ის საქმიანობებმა მოზარდებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათ არაერთი კითხვა დასვეს და წითეი ჯვრის საქმიანობებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს. სემინარი ნაცვლად დაგეგმილი 40 წუთისა, 1 საათი და 30 წუთი მიმდინარეობდა.
|