:: English ::


სწჯს-ის ჯანმრთელობის კაბინეტის თანამშრომლების ვიზიტი ხელვაჩაურის რაიონში

2009 წლის 2-8 ოქტომბერს სწჯს-ის გარდაბნის ჯანმრთელობის კაბინეტის თანამშრომლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბ-ნ თეიმურაზ დუმბაძის მიწვევით იმყოფებოდნენ ხელვაჩაურის რაიონში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ხელვაჩაურის თემებში უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების სამედიცინო შემოწმება, კერძოდ კარდიოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები. სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა მაჭახელას, აჭარისწყლის, კირნათის და თხილნარის თემების 531 მაცხოვრებელს.


უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება კმაყოფილი დარჩა სწჯს-ის სამედიცინო კაბინეტის მიერ გაწეული მომსახურეობით.