:: English ::


წსჯს-ის ახალი პროექტი ფილიალებისათვის

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 2009 წლის 1 სექტემბრიდან ორ ფილიალში - საგარეჯოსა და გარდაბანში დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება. პროექტი ,,ფილიალების შესაძლებლობების გაზრდა ეფექტური მომსახურების მისაწოდებლად" დაფინანსებულია დანიის წითელი ჯვრის მიერ და გულისხმობს მოხალისეობასა და თემზე დაფუძნებული ინიციატივების მხარდაჭერას ეროვნული საზოგადოების პრიორიტეტების გათვალისწინებით.


2009 წლის 9 სექტემბერს გაიმართა პირველი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა საგარეჯოში სწჯს-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც მოხდა სიტყვიერი შეთანხმება ურთიერთანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესახებ. საგარეჯოს ფილიალის თანამშრომლებისთვის და მოხალისეებისთვის 26 სექტემბერს ჩატარდა ტრეინინგი თემის თანამონაწილეობითი განვითარების მიდგომაზე და სწრაფი თანამონაწილეობითი შეფასების მეთოდოლოგიაზე, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეთა შორის.
პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს მინი-გრანტები, რომელთა გაცემაც ხდება კონკურსის მეშვეობით. მინი პროექტების კონკურსთან დაკავშირებით შემუშავებულ იქნა განცხადების ფორმა, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა ორივე ფილიალის ადგილობრივ გაზეთებში, ასევე განთავსდა სწჯს-ის ვებ-გვერდზე.


გარდაბნის ფილიალში საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ იქნა 10 საუკეთესო ახალგაზრდული ინიციატივა, რომელთა ავტორებისათვის მოეწყო ტრეინინგი პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
როგორც საგარეჯოში, ასევე გარდაბანში დაიწყო ფილიალების წევრთა და მოხალისეთა მონაცემთა ბაზის შექმნა-განახლება.