სამუშაო შეხვედრა სოციალური პროექტის პარტნიორებთან

2009 წლის 2-3 ოქტომბერს ბაკურიანში სასტუმრო ვერე პალასში მოეწყო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრების (საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, წჯ/წნ საერთაშორისო ფედერაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი) შეხვედრა იმერეთის მხარის სამთავრობო სტრუქტურების და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მედია ჯგუფის ლიდერები თბილისიდან, ქუთაისიდან და ასევე ხანდაზმულები.
შეხვედრის ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სოციალური პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები. ნაჩვენები იყო სოციალურ პროექტზე გადაღებული ფილმები და ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ ომის დროს გაწეული სამუშაოს ამსახველი ვიდეომასალა. ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობით მომზადდა პროგრამა 2010 წლიდან სოციალური ცენტრის კარგად ფუნქციონირებისა და ხანდაზმულთა მხარდაჭერისათვის.
შეხვედრის შედეგად დაისახა უახლოესი სამომავლო გეგმები ხანდაზმულთა სოცალურ ცენტრში მიმდინარე საქმიანობათა გაგრძელებისა და მისი შემდგომი დაფინანსებისათვის. გამოიკვეთა საქმიანობათა ის პრიორიტეტები, რომელიც მოითხოვს აუცილებელ მხარდაჭერას, შემდგომ განვითარებას და გადატანას სხვა ადგილებში.
ქუთაისის საკრებულოს წევრები 2010 წლიდან ხანდაზმულთა ცენტრის წევრებს სხვადასხვა სახის დახმარებას დაპირდნენ.
|