ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ქუთაისში

2009 წლის 1 ოქტომბერს სწჯს-ის ქუთაისის ფილიალმა აღნიშნა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე. ამ დღეს ხანდაზმულთა სოციალურმა ცენტრმა უმასპინძლა ყველა იმ სტუმარს, ვისთვისაც ძვირფასია ხანდაზმულთა ცხოვრება და ზრუნავენ მათზე.
მარტოხელა ხანდაზმულთა სოციალური დახმარების პროგრამის ხანდაზმულთა მრჩეველთა კომიტეტმა ქალაქის ახალგაზრულ დეპარტამენტთან ერთად მოამზადა პროგრამა, რომლის ორგანიზებაც შესაძლებელი გახდა სწჯს-ის ქუთაისის ფილიალის მოხალისეების დახმარებით. 1 ოქტომბერი განსაკუთრებულად ხალხმრავალი აღმოჩნდა; ამასთანავე ხანდაზმულებმა ბევრი საჩუქარი მიიღეს ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისგან.
• ცენტრს ესტუმრა ქუთათელ-გაენათის ეპარქია და საჩუქრად გადასცა ხატი "საქართველოს დიდება", დალოცა ყველა ბენაფიციარი და სტუმარი, შესრულდა საგალობლები;
• ქალაქ ქუთაისის მერმა ნუგზარ შამუგიამ მოხუცებს საჩუქრად გადასცა DVD პლეიერი;
• სოციალური პროექტის ფარგლებში იუბილე გადაუხადეს ცნობილ მსახიობ ქალბატონს ნესტან კვეიძეს, რომელმაც საკუთარი სურვილით ჰონორარის გარეშე ითამაშა ქუთაისის სოციალური პროექტის შესახებ გადაღებულ ფილმში "ერთი ხანდაზმულის ცხოვრება". ქალბატონ ნესტანს პროექტის სახელით და ქალაქის მერიის აპარატისაგან საჩუქარი გადაეცა.
• საკრებულოს წევრებისაგან 100 ხანდაზმულს გადაეცა პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები. საკრებულომ ხანდაზმულებს ჩაით, ყავით და ტორტით გაუმასპინძლდა. ქალბატონი მარინა ცირეკიძე დაპირდა მოხუცებს, რომ ყოველდღიურად ცენტრში 100 ხანდაზმულს ექნება საშუალება მიირთვას ჩაი/ყავა და ნამცხვარი,
• ქალაქის საბავშვო ბაღის წარმომადგენლებმა ხანდაზმულებს საჩუქრად ტკბილეულობა და პროდუქტი მიუტანეს.
ქალაქის ახალგაზრდულმა სამსახურმა ცენტრი მოინახულა და კონცერტი გამართა ხანდაზმულთა საპატივსაცემოდ, ასევე ნაჩვენები იქნა ბრიტანეთის წითელი ჯვირს საზოგადოების მიერ მომზადებული ფილმი და წითელი ჯვირს ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ ომის დროს გაბხორციელებული საქმიანობის ამსახველი ვიდეო-კლიპი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. მათ მიერვე მომზადდა სწჯს-ის ქუთაისის ფილიალის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი რეპორტაჟები და სტატიები.
|