სწჯს-ის ჰუმანიტარული დახმარების დისტრიბუცია ონსა და საჩხერეში

2009 წლის 5-6 ოქტომბერს სწჯს-ის კატასტროფების მართვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ონსა და საჩხერეში მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარება ლეიბებითა და საბნებით. საჩხერისა და ონის ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნის გათვალისწინებით სულ დაკმაყოფილდა 822 ოჯახი, აქედან 482 ოჯახი ონში, ხოლო 340 საჩხერეში.
ლეიბებისა და საბნების დისტრიბუცია გაიმართა ორ ეტაპად, თავდაპირველად 5 ოქტომბერს მოხდა საჩხერეში დაზარალებულთა დაკმაყოფილება, ხოლო 6 ოქტომბერს დისტრიბუცია გაგრძელდა ონის რაიონში. უნდა აღინიშნოს, რომ სწჯს-ის მიერ განხორციელებულ დისტრიბუციას ესწრებოდნენ ეროვნული საზოგადოების გენერალური მდივანი და ორი თანამშრომელი, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ელხან რაჰიმოვი და საინფორმაციო ოფიცერი, ასევე ნორვეგიის წითელი ჯვრის სტაჟიორი.
სწჯს-სა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის თანამშრომლები ეწვივნენ ონისა და საჩხერის რაიონში მცხოვრებ დაზარალებულ ოჯახებს და თავად შეაფასეს მათი მდგომარეობა. გამოკვლეულ იქნა მოსახლეობის დღევანდელი საჭიროებები ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით.
ასევე შეხვედრა მოეწყო საჩხერისა და ონის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა დაზარალებულთა გამოზამთრებასთან დაკავშირებული ხელისუფლების სტრატეგია, შემდგომი სამოქმდემო გეგმა და დაზარალებულთა საჭიროებები.
|