ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე სენაკში

2009 წლის 1 ოქტომბერს სწჯს-ის სენაკის ფილიალი შეურთდა "ხუთი კარტოფილის აქციას" და თავისი წვლილი შეიტანა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღნიშვნაში.
საქველმოქმედო აქცია 1-3 ოქტომბერს მიმდინარეობდა და მას მხარი დაუჭირა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო რესურს-ცენტრმა, სენაკის სოციალური მომსახურების სააგენტომ, სენაკის #1, #7, #3 საჯარო სკოლებმა და სკოლა ლიცეუმმა.
აქციის ფარგლებში სკოლის მოწაფეებმა სურვილისამებრ მოახდინეს კარტოფილის გარკვეული რაოდენობის შეგროვება. უნდა აღინიშნოს, რომ აქციის შედეგად მოხერხდა 80 კილოგრამი კარტოფილის შეგროვება, თუმცა აღნიშნულის გარდა, მოსწავლეებმა სხვა სასურსათო პროდუქტიც მოიტანეს მარტოხელა მოხუცთა დასახმარებლად. მოტანილ პრუდუქტებს შორის იყო შედედებული რძე, ვერმიშელი, პურის ფქვილი და შაქარი.
საქველმოქმედო აქციის მთავარი მიზანი იყო მარტოხელა ხანდაზმულების მონახულება და მათთვის ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის მილოცვა. მოხალისეების სტუმრობამ მეტად გაახარა სახლს მიჯაჭვული მოხუცები და გაუხალისა ერთი ჩვეულებრივი დღე. აქციის ფარგლებში სასურსათო ამანათით დაკმაყოფილდა სენაკში მცხოვრები 72 უმწეო ხანდაზმული.
უნდა აღინიშნის, რომ "ხუთი კარტოფილის" აქციამ ხანდაზმულთა დახმარების გარდა ხელი შეუწყო თაობათა შორის ინტეგრაციას და ახალგაზრდა თაობაში თანადგომის და მოყვასის დახმარების გრძნობის გაღრმავებას.
|
|
 |