:: English ::


სწჯს-ის სენაკის ფილიალის საქველმოქმედო აქცია იძულებით გადაადგილებული სკოლის მოწაფეებისათვის

2009 წლის 11-12 სექტემბერს სწჯს-ის სენაკის ფილიალმა განახორციელა საქველმოქმედო აქცია სენაკის მუნიციპალიტეტის №1, აფხაზეთის №7, თელკათისა და სენაკის საჯარო სკოლების პირველი კლასის იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის. უშუალოდ ბავშვების დახმარების გარდა აქციის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ყურადღების გამახვილება დევნილი ბავშვების პრობლემებისადმი, ასვევე საზოგადოების ჰუმანურობისა და თანადგომის ხარისხის ამაღლება და მათი უშუალო ჩართვა არსებული პრობლემების გადაწყვეტაში.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სწჯს-ის მოხალისეებმა მოახდინეს სასკოლო მასალების შეგროვება სენაკში ჭავჭავაძის ქუჩა №111-ში მდებარე საკანცელარიო მაღაზიასთან. აღნიშნული აქცია შეთანხმებული იყო სენაკის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან და მიზნობირივი საჯარო სკოლების დირექტორებთან. მაღაზიის შესასვლელთან დაიდგა ყუთი საკანცელარიო ნივთების შესაგროვებლად. სწჯს-ის მოხალისეები სასკოლო ნივთების შესაძენად მისულ მშობლებს აქტიურად მოუწოდებდნენ, რომ იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვისაც შეეძინათ სკოლისათვის საჭირო ნივთები.

უნდა აღინიშნოს, რომ აქცია წარმატებულად განხორციელდა და მის ფარგლებში შესაძლებელი გახდა ზემოაღნიშნულ სკოლებში 45 პირველკლასელი დევნილი ბავშვის დაკმაყოფილება სასკოლო ნივთებით.