კატასტროფების მართვის ტრენინგი

2009 წლის 24-26 აგვისტოს წითელი ჯვრის ბათუმის ადგილობრივ ფილიალში ჩატარდა კატასტროფების მართვის ტრეინინგი. ტრენინგი განკუთვნილი იყო ბათუმისA და ქუთაისის კატასტროფებზე რეაგირების გუნდის წევრებისთვის (5 მოხალისე თითო ფილიალიდან). სწორედ აღნიშნული ტრენინგით გაიხსნა "სოლფერინოს დღეები" ქ. ბათუმში, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
"სოლფერინოს დღეების" გახსნას ესწრებოდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი საქართველოში ბ-ნ ელხან რაჰიმოვი, ასევე, წჯ/წნ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის კატასტროფების მართვის დელეგატი იასენ სლივენსკი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრენინგის ჩატარებაში მომდევნო ორი დღის მანძილზე.
ორდღიანი თეორიული მუშაობის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გამოეყო სპეციალური ადგილი პრაქტიკული საქმიანობისათვის, სადაც მოხალისეებმა გააკეთეს ბანაკის გეგმა და გაშალეს კარვები.
ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივ დონეზე კატასტროფებისათვის მზადყოფნის უნარიანობის გაძლიერება, ასევე, ქუთაისისა და ბათუმის კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფის წევრების მიერ ერთმანეთისთვის პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება.
|