ახალგაზრდული ბანაკი თურქეთში

2009 წლის 13-22 ივლისს, ქალაქ მუდანიაში (ბურსას რეგიონი) თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება ახალგაზრდულ ბანაკს მასპინძლობდა. ბანაკში 20 ქვეყნის ეროვნული საზოგადოების მოხალისე იყო მიწვეული, მათ შორის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებიც. ბანაკში სულ 77 ადამიანი იმყოფებოდა.
ბანაკის მთავარი მიზანი იყო სხვადასხვა კულტურის, განათლების, ისტორიისა და შეხედულებისმქონე ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება, დამეგობრება და მათში წითელი ჯვრის/წითელი ნახევარმთავრის საერთაშორისო მოძრაობის ღირებულებების კიდევ უფრო განმტკიცება.
ბანაკი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, გარდა საგანმანათლებლო ნაწილისა, ის მოიცავდა გასართობ შეჯიბრებებს, სემინარებს. ეწყობოდა კინო გადაღება, ფოტოსესიები წინასწარ შერჩეულ თემებზე, ხელსაქმე, ასევე ოლიმპიური თამაშები, და ა.შ. პროგრამაში გათვალისწინებული იყო ექსკურსიებიც: ბანაკის წევრებმა მოინახულეს სტამბული და ოსმალთა იმპერიის პირველი დედაქალაქი - ბურსა.
21 ივლისს გაიმართა ოფიციალური დახურვის ცერემონია, რომელზეც თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ბურსის რეგიონალური ფილიალის ხემძღვანელმა ბანაკის წევრებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მოხალისეებმა თავის მხრივ, დიდი მადლობა გადაუხადეს თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას ასეთი გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.
|
|
 |