ტრენინგი კატასტროფების მართვაში 5 რეგიონისთვის

2009 წლის 21 ივლისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის სამსახურმა ჩაატარა ტრენინგი კატასტროფების მართვის შესახებ ხუთი მიზნობრივი ფილიალის კატასტროფების მართვის მოხალისეებისათვის (ორ-ორი მოხალისე თითო ფილიალიდან) და ადგილობრივი თანამშრომლებისათვის. სულ ტრენინგში ოცმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ტრენინგის ძირითადი თემა იყო კატასტროფების მართვისა და ფსიქო-სოციალური დახმარების სამთვიანი პროგრამის გაცნობა და სამომავლო გეგმები, მოხალისეების მობილიზება ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, მათი დატრენინგება და მომზადება კატასტროფების დროს რეაგირებისათვის.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის კატასტროფების მართვის დელეგატმა საქართველოში იასენ სლივენსკიმ მონაწილეებს გააცნო კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფის სტრუქტურა და მათი ფუნქციები.
|