ნორჩი მოხალისეების საერთაშორისო ბანაკი თურქეთში

2009 წლის 23 ივლისი - 2 აგვისტოს თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ახალგაზრდული დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ბანაკი "ერების ერთობა" თურქეთში (ბურსა, მუდანია), სადაც 11 ქვეყნის 12-14 წლის მოხალისეები იღებდნენ მონაწილეობას.
რეგიონული თანამშრომლობის პროგრამის მიერ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იქნა რვა მოხალისე და ერთი ლიდერი.
ბანაკის პროგრამა დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით, ისტორიული ადგილების დათვალიერებით, შეჯიბრებებით. ერთ-ერთ შეჯიბრებაში სადაც დავალება იყო წითელი ჯვრის შვიდი პრინციპის პოვნა, საქართველოს მონაწილეებმა დაიკავეს პირველი ადგილი.
ეროვნული საზოგადოებების პრეზენტაციების საშუალებით მოხალისეებმა წარმოადგინეს საქართველოს წითელი ჯვრის მიმდინარე საქმიანობები. ასევე, კულტურული საღამოს დროს მოხალისეებმა გააკეთეს პრეზენტაცია საქართველოს შესახებ, წარმოდგენილი იქნა ცეკვა მთიულური, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ბანაკის დასრულების შემდეგ მოხალისეები დაბრუნდნენ წარუშლელი შთაბეჭდილებებითა და უამრავი ახალი შეძენილი მეგობრებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებთანაც აგრძელებენ ურთიერთობას.
|