:: English ::


სოციალური პროგრამის წარმომადგენლების ვიზიტი უკრაინაში

   2009 წლის 11-15 ივლისს  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ცენტრალური სამდივნოს და ქუთაისის წ/ჯ ფილიალის წარმომადგენელი და სწჯს-ის მოხალისეები (ქუთაისში მიმდინარე სოციალური მხრდაჭერის პროექტში ჩართული ადვოკატირებისა და მედია ჯგუფის ლიდერები)  სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოებასა და კიევის ადგილობრივ ორგანიზაციაში. ვიზიტის ფარგლებში მათ ასევე მოინახულეს სვეტიშევსკის რაიონში მდებარე წ/ჯ ფილიალი, სადაც ხორციელდება ლოგინად ჩავარდნილთა ბინაზე მოვლის, ასევე კატასტროფებისათვის მზადყოფნისა  და პირველი დახმარების პროექტები.

 შეხვედრა ასევე მოეწყო საინფორმაციო და მოხალისეთა ცენტრებში, რომელიც დაფუძნებულია გერონტოლოგიის ინსტიტუტის მხარდაჭერით, საოჯახო მედიცინისა და ვეტერანთა კავშირის თანამონაწილეობით.

   ზემოაღნიშნული ცენტრები ემსახურებიან გაჭირვებულ პენსიონერებსა და ინვალიდებს.

  შეხვედრის ძირითად  მიზანს წარმოადგენდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება  მიმდინარე სოციალურ საქმიანობებში და საქართველოში მიმდინარე ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის პროექტის ახალი მიდგომით განხორციელებისას  მიღწეული შედეგებისა და მეთოდოლოგიის გაცნობა უკრაინელი კოლეგებისათვის.