:: English ::


წითელი ჯვრის პროპაგანდა-აქცია შიდსის შესახებ

2009 წლის 7 ივლისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაატარა აქცია-პროპაგანდა, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობისთვის შიდსის გადაცემის გზების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

აქციის ფარგლებში, წითელი ჯვრის მოხალისეებმა ღია ავტობუსით მოიარეს ქალაქის ქუჩები, პარკები, უნივერსიტეტები და მოსახლეობას ბუკლეტები დაურიგეს.
აქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, რადგან უმრავლესობა არ იყო გათვითცნობიერებული შიდსის გავრცელების გზების შესახებ და ეს მათთვის სიახლეს წარმოადგენდა.

საქართველოს წითელი ჯვარი მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქციების ჩატარებას მოსახლეობაში აივ/შიდსის ვირუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.