უმწეო ხანდაზმულთა შეხვედრა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან

2009 წლის 8 ივლისს სწჯს-ს ორგანიზებით "უმწეო ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერა თბილისში" პროექტის ფარგლებში მოეწყო პროექტის ბენეფიციარების (მარტოხელა ხანდაზმულები) შეხვედრა სამთავრობო სტრუქტურების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის ბენეფიციარების მიერ პრობლემების გაცნობა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებისათვის, ინფორმაციის მიღება მათთვის გამოყოფილ შეღავათებსა და უფლებებზე, ასევე მათ მიმართ არაღირსეული დამოკიდებულების შემთხვევების განხილვა მომსახურების უზრუნველმყოფების მხრიდან (სამედიცინო და სოციალური სამსახურების წარმომადგენლები).
გადაწყვეტილების მიმღები პირები კერძოდ: სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უფროსის მოადგილე ბ-ნი მორის წამალაშვილი, ქ. თბილისის მერიის სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსი ბატონი გიორგი მამრიკიშვილი და ქ. თბილისის მერიის სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი ქ-ნ ნანა მჭედლიშვილი სამი საათის განმავლობაში ბენეფიციარებთან ერთად განიხილავდნენ შეხვედრაზე წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზებს და ამავდროულად აცნობდნენ ბენეფიციარებს მათთვის გამოყოფილი შეღავათების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
შეხვედრის ინტერესიდან და დაგროვილ პრობლემებზე რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე შეხვედრის მონაწილეების მიერ მიღებულ იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება მსგავსი შეხვედრების რეგულარული ჩატარების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს ბენეფიციარებს მიაწვდინონ თავიანთი ხმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და დაიწყონ აქტიური ზრუნვა საკუთარ თავზე და თანატოლებზე.
შეხვედრის ინიციატორი და შუამავალი ბენეფიციარებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ქ-ნი ნანა ყეინიშვილი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა (ქ-ნი მაკა იოსელიანი) და წ/ჯ და წ/ნ საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის წარმომადგენელი (ქ-ნი მარიანა ლიპტუგა _ დანიის წითელი ჯვრის საზოგადოება).
|