საქველმოქმედო აქცია მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლ “სათნოების” აღსაზრდელებისთვის

2009 წლის 3 ივნისს, საქართველოს წითელი ჯვარი თავის მოხალისეებთან ერთად კვლავ ეწვია მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლ “სათნოება”-ს. ბავშვები დიდი სიხარულით შეხვდნენ წითელი ჯვრის მოხალისეებს, მაშინვე ეზოში გამოეფინენ საინტერესო და სასიხარულო სიახლის მოლოდინში.
ამჯერად, წითელმა ჯვარმა ბავშვებს საჩუქრად მიუტანა ლამაზი ფერად-ფერადი ჩაის ჭიქები და კედლის სტენდი მათივე ფოტო-სურათებით, რომლებიც “წითელი ჯვრის კვირეულის” (2-8 მაისი) ფარგლებში მოწყობილი ღონისძიებების დროს იქნა გადაღებული. ბავშვებს ძალზე გაუხარდათ საკუთარი ფოტოსურათები და საჩუქრები.
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებისთვის საჩუქრების შეძენა შესაძლებელი გახდა წითელი ჯვრის მოხალისეების მიერ ფონდების მოძიების აქციის შედეგად შეგროვილი თანხით.
|