:: English ::


წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მონტენეგროში

2009 წლის 16-19 მაისს, მონტენეგროს ქალაქ სუტომორეში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო საერთაშორისო შეხვედრა. შეხვედრაზე შემდეგი თემები იქნა განხილული: კლიმატის ცვლილება, კატასტროფების მართვის კოორდინაცია და თავშესაფრის საერთაშორისო კლასტერის შექმნა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდა კატასტროფების მართვის პროგრამების კოორდინატორი კახა მამულაძე. შეხვედრის უმთავრესი მიზანი იყო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფების შესახებ ცოდნის ამაღლება, ინფორმაციის გაცვლა და მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფების შედეგებზე ერთობლივი საერთაშორისო რეაგირება.

ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლებმა ბევრი საჭირო ინფორმაცია მიიღეს განსახილველ თემებზე და საკუთარი გამოცდილების გაზიარებით გაამდიდრეს მონაწილეთა ცოდნა აღნიშნულ სფეროებში.