:: English ::


მსოფლიო თამბაქოს გარეშე

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის ინიციატივით 31 მაისს, "მსოფლიო თამბაქოს გარეშე" დღის აღსანიშნავად სასტუმრო "შერატონში" 14 საათზე გაიმართა ღონისძიება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი თამბაქოს საწინააღმდეგო სამედიცინო-გამაფრთხილებელი ფორმების (პიქტოგრამები) ნიმუშები და ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო-გამაფრთხილებელი ფორმები (პიქტოგრამები).

ღონისძიებაზე მოხდა იმ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დაჯილდოება სპეციალური პრიზებით, რომლებსაც სრულად აქვთ აკრძალული თამბაქოს მოხმარება თავიანთ შენობებში. ნომინაციაში - თამბაქოსგან თავისუფალი ჰუმანიტარული ორგანიზაცია - გაიმარჯვა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, რომელსაც გადაეცა ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სამახსოვრო პრიზი.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად უჭერს მხარს თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიას და მოსახლეობას ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდებს.