:: English ::


წითელი ჯვრის შემოწირულობათა ყუთის პრეზენტაცია სასტუმრო “ამბასადორში”

2009 წლის 5 მაისს სასტუმრო "ამბასადორში" საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საზეიმოდ გახსნა წითელი ჯვრის შემოწირულობათა ყუთი; ამ ყუთში შეგროვილი შემოწირულობა ჩაირიცხება სწჯს-ის საქველმოქმედო ფონდში, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ საქველმოქმედო პროექტები და დავეხმაროთ გასაჭირში მყოფ ადამიანებს.

სწჯს-ის გენერალურმა მდივანმა ბ-ნ გოჩა ღუჭაშვილმა მადლობა მოახსენა სასტუმროს ადმინისტრაციას თანადგომისათვის. ყუთის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ წითელი ჯვრის მოხალისეები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ეროვნული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში.

წითელი ჯვარი მადლობას უხდის კომპანია "სიქორის" წარმომადგენელს ბ-ნ ჯონ ბოლინჯერს, რომლის პირადი შემოწირულობით შესაძლებელი გახდა შემოწირულობის ყუთების დამზადება; აღნიშნული ყუთების სხვადასხვა ობიექტზე განთავსება კვირეულის განმავლობაში იგეგმება.