ჰიგიენური ამანათების დისტრიბუცია გარდაბანში

2009 წლის 23 აპრილს სწჯს-ის გარდაბნის ფილიალმა განახორციელა ჰიგიენური ამანათების დისტრიბუცია გარდაბანში განთავსებული იძულებით გადაადგილებულ პირთა 130 ოჯახისათვის. დისტრიბუციის ორგანიზება მოხდა ესტონეთის წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება".
ბენეფიციარებს წინასწარ დაურიგდათ კითხვარები და მათ თავად შეარჩიეს ჰიგიენური ამათათების შემადგენლობა. სწჯს-ის მიერ შეთავაზებული ამანათები მოიცავდა შემდეგს: საპონი, შამპუნი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, სარეცხი საშუალებები, პირსახოცი და ქალის პირადი ჰიგიენის საშუალებები.
დისტრიბუციას ესწრებოდნენ ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლები, რომლებმაც დამატებით 25 ბავშვისათვის ჩაიტანეს ტანსაცმელი. ღონისძიებას ასევე დაესწრო სწჯს-ის პრეზიდენტი და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები.
უნდა აღინიშნოს, რომ მომავალშიც იგეგმება ანალოგიური აქციის განხორციელება გარდაბანში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისათვის. შესაბამისი დისტრიბუცია დაგეგმილია 2009 წლის ივნისში.
გალერეაში დისტრიბუციის სურათების სანახავად შებრძანდით შემდეგ ბმულზე: http://www.redcross.ge/gallery/hygiene_parcels_distribution
|