მწვანე აქცია

2009 წლის 2-6 ივნისს წითელი ჯვრის მოხალისეებმა გაალამაზეს სწჯს-ის სათაო ოფისის წინ მდებარე პატარა სკვერი, რომელიც ახლო მომავალში წითელი ჯვრის სკვერის სახელით გახდება ცნობილი. მოხალისეებმა შეღებეს, დაასუფთავეს ბაღის მიმდებარე ტერიტორია და მოამზადეს ყვავილების დასარგავად. უნდა აღინიშნოს, რომ მოხალისეები ოთხი დღის განმავლობაში დიდი ენთუზიაზმით ალამაზებდნენ სკვერს საზეიმო გახსნისათვის.
სკვერის გალამაზება მოხდა კომპანია "შპს გამწვანება-94"-ის მიერ მოწოდებული ყვავილებით, რომლებიც წითელი ჯვრის მოხალისეებმა ჯვრის ფორმაზე დარგეს. სკვერის დასუფთავებაში მონაწილეობა მიიღეს "მწვანე ოფისის" თანამშრომლებმა, მათ ასევე ასწავლეს მოხალისეებს ყვავილების მოვლის ძირითადი წესები, რადგანაც მომავალში აღნიშნული ბაღის მოვლას სწორედ სწჯს-ის მოხალისეები მიადევნებენ თვალყურს.
სკვერის გალამაზების იდეამ მოსახლეობის კმაყოფილება გამოიწვია. ბევრი მოქალაქე თავად მივიდა წითელი ჯვრის მოხალისეებთან და შესთავაზა დახმარება. სკვერის მეზობლად მცხოვრებმა მოსახლეობამ მადლიერება გამოთქვა სწჯს-ის მიმართ, ვინაიდან სკვერს კვლავ ლამაზი იერსახე დაუბრუნდა.
|