წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი

წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი “წითელი ჯვრის კვირეულის” ფარგლებში 8 მაისს 18 საათზე ვაკის პარკის ღია კინოთეატრში ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი, რომლის ძირითადი მიზანი იყო უსანათლო ბავშვთა სკოლის დახმარება. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.
კონცერტი გახნეს უსინათლო ბავშვთა სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც შეასრულეს რამოდენიმე ხალხური სიმღერა. კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღეს დღეისათვის საკმოად პოპულარულმა ჯგუფებმა: “მგზავრები” “ფრანი” “ჩვენებურები”, ასევე მომღერალმა ნიაზ დიასამიძემ, რომლის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა აღნიშნული ღონისძიების ჩატარება.
კონცერტს უძღვებოდა “ღამის შოუ”-ს მსახიობი ვახტანგ ბიჭიკაშვილი და წითელი ჯვრის მოხალისე ერეკლე ხაზიური. საქველმოქმედო კონცერტის მსვლელობის დროს სწჯს-ის მოხალისეებმა მოაწყეს ფონდების მოძიების აქცია მობილური შემოწირულობის ყუთების საშუალებით.Uუნდა აღინიშნის, რომ კონცერტზე წითელი ჯვრის უამრავი მოხალისე და საზოგადოების წარმომადგენელი მოვიდა. დამსწრე საზოგადოება გაგებით მოეკიდა საქველმოქმედო აქციას უსინათლო ბავშვთა სკოლის დასახმარებლად და გაიღო შემოწირულობა.
საქველმოქმედო კონცერტით დასრულდა წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის განმავლობაშიც სწჯს-მ არაერთი საქველმოქმედო აქცია განახორციელა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მადლობას უხდის იმ კომპანიებს და პიროვნებებს, რომელთა დახმარებითც შესაძლებელი გახდა “წითელი ჯვრის კვირეულის” განხორციელება. Kკვირეულის სპონსორები იყვნენ: კომპანია “მაკდონალდსი”, “ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია” “მუშთაიდის ადმინისტრაცია”, ბარი “33ა”, გამომცემლობა “ინტელექტი”, “ტკბილი ქვეყანა”, “ბენეტონი”, “ტავ ჯორჯია”, “მწვანე ოფისი”, თოჯინების თეატრი, ასევე ნიაზ დიასამიძე და ჯონ ბოლინჯერი (კომპანია “სიქორი”).
|