2010 წლის 25 თებერვალს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) პრეზიდენტმა ქ-ნ ნანა ყეინიშვილმა და სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიას გენერალურმა დირექტორმა ბ-ნ ატაკან თურჰანმა საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც სასტუმროში განთავსდა სწჯს-ის სამი შემოწირულობის ყუთი.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (შემდგომში "სწჯს", "ეროვნული საზოგადოება"), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით, კონკურსს აცხადებს მოხალისეობრივი მოძრაობის სხვადასხვა კატეგორიაში.
2010 წლის 5 თებერვალს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) ცენტრალურ ოფისში ჩატარდა კატასტროფების მართვის ტრენინგი. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საბაზისო ცოდნის გავრცელება კატასტროფების მართვის შესახებ.
2010 წლის 21 იანვარს საქართველოს წითელის ჯვრის საზოგადოებამ, მოხალისეთა ინიციატივით ფონდების მოძიების აქცია განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავდა ჰაიტის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის თანხის შეგროვებასა და მათ დახმარებას.
2009 წლის 29 დეკემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 2009 წლის შემაჯამებელი ღონისძიება მოაწყო, რომელიც წითელი ჯვრის მოხალისეებისთვის იყო განკუთვნილი. ღონისძიებაში წითელი ჯვრის 80-მდე მონაწილეობდა, რომლებიც წითელი ჯვრის სხვადასხვა ადგილობრივ ორგანიზაციებს (თბილისი, საგარეჯო, რუსთავი, გარდაბანი, გორი, ბათუმი) წარმოადგენდნენ.
2009 წლის 25 დეკემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოაწყო საქველმოქმედო აქცია ბავშვთა სახლ ”სათნოების” 45 აღსაზრდელისთვის.
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სწჯს-მ თითოეული ბავშვს საჩუქრად გადასცა სპეციალურად მათთვის მომზადებული ”ზამთრის ამანათები” მილოცვის წერილებთან ერთად. ამანათში შედიოდა: თბილი ქურთუკი, 2 სვიტრი, ქუდი, ხელთათმანები, შარფი, 10 წყვილი თბილი წინდა და პირსახოცი. გარდა ამისა, სწჯს-მ ბავშვთა სახლს გადასცა 47 ლეიბი.
2009 წლის 29 ნოემბერს საქართველოს წითელი ჯვრის სენაკის ფილიალმა მოაწყო სიგარეტის მოხმარების საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია. ღონისძიების უშუალო ორგანიზატორი იყო სენაკის ფილიალის ახალგაზრდული წითელი ჯვარი, რომელმაც აქცია ვიზუალურად მეტად საინტერესო მასალებით უზრუნველყო.
2009 წლის 15-16 დეკემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოაწყო სამუშაო შეხვედრა სასტუმრო "რადისონში" ეროვნული საზოგადოების მთავარ შიდა და გარე დაინტერესებულ მხრეებთან.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ეროვნული საზოგადოების მიერ შემუშავებული კატასტროფების მართვის, ფსიქოსოციალური მხრადაჭერისა და უმწეო ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის სტრატეგიების განხილვა მთავარ დაინეტრესებულ მხარეებთან ერთად.
2009 წლის 5 დეკემბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასმა" უმასპინძლა გამოფენა-გაყიდვას, რომლის ორგანიზატორიც იყო "ქალთა საერთაშორისო ასოციაცია". ღონისძიება დილის 10 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაციებს თუ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ და გაეყიდათ საკუთარი ნამუშევრები.
წეროვანის სკოლაში იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის 1000 ბავშვი სწავლობს. საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციას თხოვნით მომართა წეროვანის სკოლის დირექტორმა ბიბლიოთეკის შექმნასთან დაკავშირებით. სწჯს ორგანიზაციის ,,ხუთთა კომიტეტებმა,, იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება დახმარებასთან დაკავშირებით.