:: English ::


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

მისია
დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს საგანგებო სიტუაციებსა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ჰუმანურობის ძალის მობილიზებით, და ამგვარად, მივმართოთ როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსები პიროვნების სიცოცხლისა და ღირსების დასაცავად.

ხედვა
საქართველოს წითელი ჯვრის საქოგადოება არის ძლიერი და კარგად ფუნქციონირებადი ეროვნული საზოგადოება, საერთა-შორისო სტანდარტების შესაბამისი ეფექტური მომსახურეობით, რითაც ხელს უწყობს ქვეყანაში სიღატაკის, ძალადობისა და უსამართლობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას.

პრიორიტეტული მიმართულებები

პრიორიტეტი I
ზრუნვა მოსახლეობის დაუცველი ფენის ჯანმრთელობაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა.

პრიორიტეტი II
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების ეფექტური მეთოდების შემუშავება.

პრიორიტეტი III
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჰუმანიტარული ფასეულობების გავრცელება.

პრიორიტეტი IV
ფართო შესაძლებლობების მქონე ძლიერი ეროვნული საზოგადო-ების მშენებლობა უკიდურესად გაჭირვებულისათვის დახმარების გაწევის მიზნით.

* საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორწლიანი სტრატეგია