:: English ::


მარტოხელა მოხუცებულთა სოციალური დახმარება ქუთაისში

პროექტის მიზანი: შემცირდეს უმწეო, ოჯახის მზრუნველობას მოკლებულ, მარტოხელა ხანდაზმულთა სოციალური იზოლაცია; გაუმჯიბესდეს მათი ხელმისაწვდომობა თავიანთ უფლებებზე პენსიებთან, ჯანდაცვასა და ტრნსპორტთან დაკავშირებით.

პროექტში შესრულებული საქმიანობები:

  • გაიხსნა ორი სოციალური კლუბი ავტოქარხნისა და უქიმერიონის მუნიციპალიტეტებში, სადაც შექმნილია თბილი გარემო. მათ შეუძლიათ გაეცნონ ჯურნალ-გაზეთებს, უყურონ ტელევიზორს, მიირთვან ყავა, ჩაი, ტკბილეულობა ან სხვა მსუბუქი საკვები.

  • გამოცემულია ბუკლეტები უფლებებზე ხელმისაწვდომობის შესახებ. სესიები ტარდება ჯგუფურად და ინდივიდუალურად უფლებების დამცველის მიერ. ასევე იბეჭდება ბუკლეტები

  • ჩამოყალიბებულია მოხალისეთა ჯგუფები რათა რეგულარულად მოინახულონ დავრდომილი ხანდაზმულები, მეზობლების მხარდაჭერის ინტეგრირებით. შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები რომლებშიც გაერთიანებულია სტუდენტები, მეზობლები და თავად მოხალისე კლუბის წევრები

  • ლექციები ტარდება აქტიურ დაბერებაზე და დასაცავ ჯანდაცვის საკითხებზე. ძირითადი ჯანდაცვის დახმარებების უზრუნველყოფა.

  • ტარდება ტრეინინგები თანამშრომლებისათვის მათი პროფესიონალიზმის ასამაღებლად

  • მოხალისეთა ჯგუფებს უტარდებათ ტრეინინგი მათო მოვალეობებისა და მუშაობის უნარჩვევების შესახებ

  • წარმომადგენლები მთავრობიდან სტუმრობენ სოციალურ კლუბებს რათა განიხილონ ხანდაზმულებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე სოციალური კლუბების მეშვეობით მობილიზებული ხანდაზმულები წარმოაჩენენ თავიანთ პრობლემებს ხელისუფლებასა და მედიასთან

  • პროექტი აქტიურად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან ისეთი საკითხების გადაჭრაში რაც უკავშირდება ხანდაზმულბსა და მათ პრობლემებს

  • ცენტერბისათვის პენსიონრების მრჩეველთა კომიტეტების ფორმირება

  • სწჯს ხანდაზმულებთან ერთად აგროვებს ცვლილებათა საფუძვლიან მტკიცებულებებს მათი ცხოვრების ხარისხიანობის შესახებ

  • სხვადასხვა საქმიანობების მართვა ხანდაზმულების აქტიური ჩართვით რაშიც შედის მეზობელთა მხარდაჭერის გეგმა

  • თანამშრომლობა მედიასთან. დაწყებულია მედია კამპანიის პროცესი.

  • შექმნილია "ადვოკატირების ჯგუფი" რომლის მიზანია ხანდაზმულთაA ინტერესების დაცვა

  • კლუბში შექმნილია ჯგუფები: ქსოვის, კერვის, ხატვის და სხვა. კლუბის წევრები აწყობენ სხვადასხვა შემოქმედებით საღამოებს, იმართება დისკუსიები ახალგაზრდებთან ერთად.

  • დღესდღეობით ეს ადამიანები არ არიან საზოგადოებიდან იზოლირებულნი, მაგრამ ეს ეხება ხანდაზმულთა მცირე რაოდენობას აქედან გამომდინარე დაწყებულია პროცესი ამ მოდელის რაონებში გადატანისათვის.

  • ტარდება მონიტორინგი იმ საქმიანობების შესახებ რაც ხორციელდება პროექტში

დღესდღეობით ზემოაღნიშნული ადამიანები არ არიან საზოგადოებიდან იზოლირებულნი, მაგრამ ეს ეხება ხანდაზმულთა მცირე რაოდენობას. აქედან გამომდინარე დაწყებულია პროცესი მარტოხელა მოხუცებულთა დახმარების მოდელის რაონებში გადატანისათვის.