“წითელა/წითურას საყოველთაო ეროვნული იმუნიზაციის კამპანია ქვემო ქართლში”
2008 წლის 15 ივლისიდან სწჯს-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილებამ დაიწყო პროექტის განხორციელება “წითელა/წითურას საყოველთაო ეროვნული იმუნიზაციის კამპანია ქვემო ქართლში”.
სოციალური მობილიზაცია 2008 წლის “ეროვნული იმუნიზაციის კამპანიისათვის” წარმოადგენს ეროვნული სტრატეგიის ნაწილს, რომლის მიზანიცაა წითელასა და წითურას სინდრომების შემცირება საქართველოში. აღნიშნული მიზანი შეესაბამება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტრატეგიულ გეგმას, რომ ზემოხსენებული ინფექციები თავიდან იქნეს აცილებული მთელს ევროპაში. სწჯს-ის მიზანია დახმარება აღმოუჩინოს ეროვნულ საყოველთაო იმუნიზაციის კამპანიას წითელა/წითურას წინააღმდეგ ქვემო ქართლის რეგიონში სოციალური მობილიზაციის განხორციელების გზით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი (NჩDჩ), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საქართველოს დელეგაცია, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, წჯ/წნ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია და ვიშნევსკი-როსტროპოვიჩის ფონდი მხარს უჭერენ კამპანიის განხორციელებას და არიან სააგენტოთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის (Iჩჩ) წევრები.
2008 წლის 22 ივლისს სწჯს-ის სათაო ოფისში გაიმართა ტრენერთა ტრეინინგი სოციალური მობილიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. ტრენინგი ჩაატარა სპეციალურად მოწვეულმა ტრენერმა, კავკასიის სოციალური მარკეტინგის დამაარსებელმა ბ-ნ ირაკლი ხვედელიძემ. ტრენინგი წარიმართა ინტერაქტიული პრინციპით, რამაც უზრუნველყო აუდიტორიის მაღალი აქტივობა, ასევე მონაწილეებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით კითხვების დასმისა და მსჯელობის საშუალება მიეცათ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2008 წლის 5 აგვისტოს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სწჯს-სა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის.
საქართველოში არსებული ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე შეირჩა სამიზნე ჯგუფი, რომელშიც შედიოდა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი 6-27 წლამდე ასაკის ჩათვლით. კამპანია სავარაუდოდ მოიცავს 1, 200 000 ადამიანს, რაც შეადგენს მოსახლეობის 25 % და განხორციელდება 2008 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით. უკვე შერჩეულ იქნა 7 ზედამხედველი და 21 ლიდერი მოხალისე. Qქვემო ქართლის თითო ადმინისტრაციულ ერთეულში (რუსთავი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა და ბოლნისი) სოციალურ მობილიზაციას განახორციელებს ერთი ზედამხედველი და სამი ლიდერი მოხალისე. სწჯს-მ მოახდინა 300 დატრეინინგებული მოხალისის მობილიზაცია, რომლებიც გაავრცელებდნენ სააგენტთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის მიერ მოწოდებულ ლიფლეტებს და მოახდენდნენ საზოგადოების ინფორმირებას როგორც კამპანიამდე, ისე მისი მსვლელობის განმავლობაში.
ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში მოეწყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, რომლებიც სწჯს-ის მოხალისეებს საშუალება მისცა შეეკრიბათ სამიზნე მოსახლეობა და ამ ღონისძიებების მსვლელობის დროს ყურადღება გაემახვილებინათ წითელა/წითურას ვაქცინაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
კამპანიის მსვლელობის მანძილზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კოორდინატორი აქტიურად თანამშრომლობს სააგენტთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის წევრებთან და ზედამხედველობას უწევს პროექტის დაგეგმილი საქმიანობების შესაბამისად განხორციელებას. უნდა აღინიშნოს, რომ საკოორდინაციო კომიტეტები შეიქმნა რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. პროექტის ზედამხედველები არიან ამ კომიტეტების წევრები და აქტიურ მონაწილეობას იღებენ მათ მუშაობაში.
|
|
 |