სწჯს-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების საქმიანობები საგანგებო მდგომარეობის დროს
ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის საპასუხოდ სწჯს-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს: პირველი დახმარება, ჯანმრთელობის დაცვა საზოგადოებრივ თემში და ფსიქო-სოციალური დახმარება იძულებით გადაადგილებული პირებისათვის.
კოლექტიურ ცენტრებში და დროებით ბანაკებში შექმნილია სოციალური კუთხეები ან კლუბები, რომლებიც აღჭურვილია ტელევიზორით, კომპიუტერით (ინტერნეტი უზრუნველყოფილი) პრინტერით და სხვა აღჭურვილობით. სწჯს-ის დატრეინინგებული თანამშრომლები და მოხალისეები ატარებენ საბაზისო ტრენინგებს კომპიუტერის და სხვა საჭირო უნარჩვევების შესწავლის მიზნით.
პირველი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმიანობები ხორციელდება სწჯს-ის დატრეინინგებული თანამშრომლებისა და მოხალისეების მიერ. სწჯს-ის პირველი დახმარების პროგრამის განვითარებას დახმარებას უწევს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობის დელეგატი მარტინ პერეტი.
სწჯს-ის, წჯსკ-ის და წჯ/წნ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ერთობლივი მოლაპარაკებების შემდგომ გადაწყდა რომ წჯ/წნ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია ტექნიკურ დახმარებას გაუწევდა სწჯს-ს ფსიქო-სოციალური საქმიანობების განხორციელების კონცეფციის შემუშავებაში. Aამ მიზნით 2008 წლის 11-19 სექტემბრის ჩათვლით სწჯს-ს ეწვივნენ წჯ/წჯ საერთაშორისო ფედერაციის ფსიქო-სოციალური ცენტრის წარმომადგენლები.
მიუხედავად მწირი გამოცდილებისა კვალიფიციური ფსიქოლოგების აქტიური ჩართვით სწჯს-მ დაიწყო მცირე მასშტაბიანი ფსიქო-სოციალური პროექტების განხორციელება: ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ბავშვებისა და დედებისათვის ცხინვალის რეგიონიდან და სხვა დაზარალებული რაიონებიდან. აგრეთვე ფსიქო-სოციალური დახმარების პროექტი ქ. გორში და მის გარშემო მდებარე სოფლებში.
|