:: English ::


2005 წლის ივნისიდან გარდაბნის სწჯს-ის ფილიალში  გაიხსნა ჯანდაცვის კაბინეტი. თავდაპირველად (2005წ)  ტარდებოდა უფასო სამედიცინო ექოსკოპიური, ხოლო შემდეგ (2006წ)  კარდიოლოგიური კვლევა. Bპროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ მარტოხელა პენსიონერები.

2009 წლის იანვრიდან უფასო სამედიცინო კვლევა და უფასო მედიკამენტებით მომსახურება უტარდებათ სოციალურად დაუცველ პენსიონრებს, აგრეთვე გარდაბნის რაიონში აგვისტოს ომის შედეგად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს. გარდა უშუალოდ გარდაბანში მოსახლეობის მომსახურებისა, კაბინეტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სამედიცინო მომსახურებას. პროექტში ჩართული ექიმები პორტატული აპარატურის მეშვეობით ახორციელებენ  ვიზიტებს და შესაბამისად ხდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევა მათ საცხოვრებელ ადგილზე. ექიმების სოფლებში ვიზიტები ხორციელდება რეგულარულად თვეში ორჯერ.

ზემოაღნიშნულის გარდა გარდაბნის ფილიალის სწჯს-ის ჯანდაცვის კაბინეტი სხვადასხვა დაწესებულებების მომართვის საფუძველზე ემსახურება ამ დაწესებულებებში დასაქმებულ ადამიანებს. მაგალითად საბავშო ბაღებისა და სკოლების თანამშრომლებს.

U უნდა აღინიშნოს რომ ჯანმრთელობის კაბინეტი ფუნქციონირებს თემის თანამონაწილეობითი განვითარების პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი გარდაბანში ხორციელდება ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით.