ჯანდაცვის პროგრამა
პროგრამის მიზანი: საქართველოს წითელი ჯვრის
საზოგადოებამ (სწჯს) გააძლიერა თავისი შესაძლებლობები მოწყვლადი
ადამიანების ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
პროგრამის მთავარი ამოცანაა: შეამციროს
სიკვდილიანობა, ავადობა და სხვადასხვა დაავადების და საზოგადოებრივი
ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობების ზეგავლენით გამოწვეული შედეგები.
ეროვნული საზოგადოების პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყანაში მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
აივ/შიდსი-ის, ნარკოტიკებზე დამოკიდებულების და ტუბერკულოზის პრევენცია
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს
შეადგენს.
რეზისტენტული ტუბერკულოზის კონტროლი
აივ/შიდსის პრევენცია და ზიანის შემცირების საქმიანობები ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელთა შორის
ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის სოციალური მობილიზაცია 2008 წლის წითელა/წითურას წინააღმდეგ ეროვნული მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის ფარგლებში
გამაჯანსაღებელი ღონისძიებები ჯანმრთელობის მდგომარეობის და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებაზე ფოკუსირებით
გრიპის პანდემიისათვის მზადყოფნა და რეაგირება
თემზე დაფუძნებული ჯანდაცვა და პირველი დახმარება
ფსიქოსოციალური დახმარება
სისხლის ნებაყოფლობითი უანგარო დონაციის პროპაგანდა
|