:: English ::


ზიანის შემცირება ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელთა შორის

2005 წლის დეკემბერში სწჯს-მ ხელი მოაწერა “რომის კონსენსუსს” იმ მიზნით, რომ მომხდარიყო საქართველოში ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისადმი ზრუნვის გაუმჯობესება და ანტი სტიგმასთან დაკავშირებული საქმიანობების რიცხვის გაზრდა.
2007 წელს საქართველოს ეწვია იტალიის წითელი ჯვრის პრეზიდენტი, ბატონი მასიმო ბარა, რომელმაც სამუშაო შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის პირველ პირებთან, ასევე შეხვდა საქართველოს პირველ ლედის, ქალბატონ სანდრა ელისაბედ რულოვსს. 
2007 წლის 27-31 აგვისტოს ჩათვლით სწჯს-ის 10 წარმომადგენელი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციისა და იტალიის წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა რომში (იტალია), სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს “ვილა მარაინის” ბაზაზე ზიანის შემცირების შესახებ ჩატარებულ ტრენინგში. 

2007 წლის აგვისტოდან 2008 წლის იანვრამდე სწჯს-მ განახორციელა საცდელი პროექტი -“ზიანის შემცირება ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელთა შორის” თბილისში.

ზიანის შემცირების პროექტის ფარგლებში შეიქმნა მობილური ჯგუფები ინექციური გზით ნარკოტიკების მომხმარებლებთან კონტაქტის დამყარების მიზნით. დაინერგა შპრიცების გაცვლის პრაქტიკა, მაღალი ხარისხის პრეზერვატივების დარიგება და საგანმანათლებლო - საინფორმაციო ბროშურების გავრცელება ნარკოტიკების მომხმარებელთა 50 კაციან ჯგუფში. ამავე დროს შემუშავებულ იქნა სპეციალური კითხვარები, რომელთა საშუალებითაც მოხდა ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, მათი ცოდნის განსაზღვრა ნარკოტიკებთან დაკავშირებული ზიანისა და საფრთხის შესახებ. Oოქტომბის, დეკემბრისა და იანვრის თვეებში ზიანის შემცირებასთან დაკავშირებით სწჯს-ის სათაო ოფისში გაიმართა ტრენინგები სწჯს-ის მოხალისეებისათვის. ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდათ პრეზერვატივები და საინფორმაციო ლიფლეტები ნარკოტიკების მომხმარებლებში შემდგომი გავრცელებისათვის. სწჯს-ში შეიქმნა მოტივირებულ და აქტიურ ახალგაზრდათა ჯგუფი, რომლებიც მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანიონ ზიანის შემცირების პროექტის განხორციელებაში.
2007 წლის აგვისტოდან 2008 წლის იანვრის ჩათვლით მოხდა კონტაქტის დამყარება 250 ნარკოტიკის მომხმარებელთან. პროექტის განხორციელების პერიოდში მთავარი პრობლემა შეიქმნა შპრიცების გაცვლის კომპონენტთან დაკავშირებით. Dდარიგებულ იქნა 4 000 პრეზერვატივი, დაიბეჭდა და დარიგდა 15000 ლიფლეტი ზიანის შემცირების თემაზე, სახელწოდებით “გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს”. შეივსო დაახლოებით 250 კითხვარი და შემუშავდა მიღებული შედეგების ანალიზი.

2008 წლიდან სწჯს გახდა ზიანის შემცირების ქსელის წევრი, რომელშიც გაერთიანებულია ამ სფეროში მომუშავე 13 არასამთავრობო ორგანიზაცია.
ზიანის შემცირების პროექტმა გამოავლინა ახალგაზრდა თაობის მოზიდვის დიდი პოტენციალი, რომლებიც ჩაერთვებიან მის განხორციელებაში როგორც მოხალისეები და ტრენინგების გავლის შემდგომ ფართო საზოგადოებაში გაავრცელებენ ზუსტ ინფორმაციას ნარკოტიკების მოხმარების თანმდევ სააფრთხეებთან და ზიანის შემცირებასთან დაკავშირებით.