სწჯს-ის მოხალისეობის სამსახური
2008 წლის ზაფხულში საქართველოსი განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. Eეროვნული საზოგადოების ყველა ფილიალში ზაფხულის თვეებიდან მოყოლებული დღემდე არ წყდება მოხალისეობის მსურველთა უწყვეტი ნაკადი, რაც მარტივად აიხსნება იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მიეკუთვნება იმ ორგანიზაციათა რიცხვს, რომლებიც შეუწყვეტლივ აწარმოებდნენ დახმარების გაწევას კონფლიქტის შედეგად დაზარანებული მოსახლეობისათვის.
Mმსოფლიოს სხვადასხვა წჯ/წნ ეროვნული საზოგადოებებიდან საქართველოს წითელ ჯვარში უწყვეტლივ მოედინებოდა Hჰუმანიტარული დახმარება, რომლის დისტრიბუციასაც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მაქსიმალურად ოპერატიულად ახდენდა იძულებით გადაადგილებული პირებისათვის. აღნიშნული ამოცანის შესრულება წარმოუდგენელი იქნებოდა მოხალისეთა ცოცხალი ძალის მობილიზებისა და გამოყენების გარეშე. საბედნიეროდ სწჯს-ის დაუღალავმა მუშაობამ ამ თვეების განმავლობაში საზოგადოების დიდი ნაწილი დაარწმუნა, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის რეალური დახმარების ერთ ერთ საუკეთესო გზას წარმოადგენს სწჯს-ში მოხალისეობა.
მოხალისეთა ნაკადის მკვეთრმა ზრდამ სწჯს დააყენა ამოცანის წინაშე, რომ შექნილიყო სპეციალური სტრუქტურა, რომელიც მობილიზებასა და კოორდინაციას გაუწევდა ეროვნული საზოგადოების მოხალისეეთა საქმიანობებს.
მოხალისეთა სამსახურმა ძალზე დიდი მუშაობა გასწია სწჯს-ის სათაო ოფისში, კერძოდ კი: მოხერხდა თითოეული მოხალისის დარეგისტრირება და მათ შესახებ საჭირო საკონტაქტო მონაცემების შეგროვება; შეიქმნა მოხალისეთა მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეგროვდა მონაცემები და შესაძლებელი გახდა კონკრეტული დავალებისათვის შესაფერისი მოხალისის შერჩევა საქმიანობის უფრო ეფექტურად განხორციელების მიზნით; შეიქმნა მოხალისეთა საქმიანობის განრიგი; A
ანალოგიური რეფორმა მიმდინარეობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კიდევ ოთხ ფილიალში და დაგეგმილი საქმიანობების განხორციელებაში ყველაზე წარმატებულია გორის ფილიალი, სადაც ერთი თვის მუშაობის შედეგად უკვე შეიქმნა მოხალისეთა მონაცემთა ბაზა.
გარდა ორგანიზაციული რეფორმისა საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეთა სამსახური ახორციელებს არაერთ პროექტსა თუ პროგრამას, რომლებიც გულისხმობენ არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებას, არამედ მოხალისეთა კვალიფიიკაციისა და ცოდნის ამაღლებას.
დღესდღეობით სწჯს-ში დარეგისტრირებულმა ნებისმიერმა მოხალისემ იცის, რომ საშუალება მიეცემა დაეხმაროს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და ამავდროულად აიმაღლოს კვალიფიკაცია იმ მიმართულებით, რომელსაც თვითონ აირჩევს ვინაიდანაც, მოხალისეს საშუალება ექნება აირჩიოს ის პროექტი თუ პროგრამა, რომელიც უფრო ახლოს დგას მის პროფესიასთან.
|